1. ქარ
  2. Eng
  3. рус

მოგესალმებათ Luckyflights.ge. ეს საიტი უზრუნველყოფს კლიენტების დახმარებას მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ავია ბილეთების ხელმისაწვდომობის განსაზღვრას. ტერმინები “ჩვენ”, “ჩვენი”, “LuckyFlights”, “LuckyFlights.ge” გულისხმობს შპს “LuckyFlights”. ტერმინი “თქვენ” გულისხმობს კლიენტს.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებს და პირობებს, რადგანაც ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას დავების მოგვარების შესახებ.

აკრძალული ინფორმაცია

კონტენტი და ინფორმაცია მოცემულ ვებ-საიტზე (მათ შორის, მგზავრობის ფასები და ხელმისაწვდომობა) ასევე ინფრასტრუქტურა რომელიც გამოიყენება ინფორმაციის მოწოდებისთვის, ჩვენი ან ჩვენი მომწოდებლების და პროვაიდერების საკუთრებაა. მიუხედავად იმსა, რომ თქვენ შეგიძლიათ  მიიღოთ მოგზაურობისა ან დაჯავშნის მომსახურების შეზღუდული ასლები თქვენი მოგზაურობის მარშრუტის შესახებ (და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები), თქვენ ეთანხმებით რომ სხვაგვარად არ შეცვლით, არ გაავრცელებთ, არ გასცემთ, არ გამოაქვეყნებთ და არ აწარმოებთ ამ გვერდიდან მიღებულ  ინფორმაციას. გარდა ამისა თქვენ ეთანხმებით რომ:

  1. არ მოითხოვთ (ნებისმიერ) სპეკულაციურ, ყალბ ან თაღლითურ დაჯავშნას ან მსგავს პროდუქტს.
  2. არ აწარმოებთ მონიტორინგს და არ გადაიღებთ საიტზე არსებული კონტენტის ან ინფორმაციის ასლს. რობოტის  ან სხვა ავტომატიზირებული საშუალების  გამოყენებით ან მექანიკური პროცესის საშუალებით , არანაირი მიზნისთვის. ჩვენს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის გარეშე.
  3. არ განახორციელებთ არანაირ მოქმედებას რომელის გამოიწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს, უმიზეზო ან არაპროპორციულად დიდ დატვირთვას ჩვენს ვებ-საიტზე.
  4. არ განათავსეებთ მოცემული ვებ-საიტის რომელიმე ნაწილს სხვა ვებ-საიტზე, ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.

თუ თქვენი დაჯავშნა ან ანგარიში გვიჩვენებს თაღლითობის, ბოროტად გამოყენების ან საეჭვო საქმიანობის ნიშანს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ მებისმიერი მგზავრობის ან სხვა სერვისის რეზერვაცია, რომელიც უკავშირდება თქვენი მომხმარებლის სახელს, ელ-ფოსტის მისამართს ან ანგარიშს და ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი LuckyFlights.ge -სთან დაკავშირებული ანგარიში. თუ თქვენ განახორციელებთ რაიმე თაღლითურ საქმიანობას, LuckyFlights  იტოვებს უფლებას მიიღოს ნებისმიერი აუცილებელი სამართლებრივი ქმედება და თქვენ შეიძლება დაგეკისროთ კომპანიისადმი (LuckyFlights) მიყენებული ფულადი ზარალის, მათ შორის სადავო ხარჯების და ზიანის ანაზღაურება.

მომწოდებლის წესები და შეზღუდვები

დამატებითი წესები და შეზღუდვები ვრცელდება თქვენს მიერ გაკეთებულ ჯავშანსა და შესყიდვებზე. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ხსენებულ დამატებით წესებსა და შეზღუდვებს. კერძოდ, თუ თქვენ შეიძინეთ ავიაბილეთი, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მომწოდებლის მიერ გამოქვეყნებული წესების და პირობების სრული ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია მომწოდებლისავე ვებ გვერდზე. ასევე დასაშვებია, რომ ავიაკომპანიებმა და სხვა სახის სამგზავრო მომწოდებლებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალონ ფასები.

საერთაშორისო ტურიზმი

თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა უზრუნველყოთ თქვენი საბუთების წესრიგში ყოფნა. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ უცხო ქვეყანაში შესვლის ყველა მოთხოვნილებას, ვიზა, პასპორტი და ა.შ. გთხოვთ ბილეთის შეძენამდე დარწმუნდეთ რომ თქვენი პასპორტი წესრიგშია და თქვენ აკმაყოფილებთ ყველა არსებულ მოთხოვნას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს გაეცნონ მგზავრობის შეზღუდვებს, გაფრთხილებებს, განცხადებებს და კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ რჩევებს მგზავრობის დაჯავშნისას საერთაშორისო მიმართულებით. პასპორტი და ვიზა: თქვენ უნდა მიმართოთ შესაბამისი ქვეყნის საელჩოს რათა მიიღოთ ინფორმაცია გჭირდებათ თუ არა ვიზა, ვიზის მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ განახლებული ინფორმაცია დაჯავშნასა და გამგზავრებამდე. ტრანზიტის შემთხვევაში: გთხოვთ დარწმუნდეთ რომ თქვენ არ გჭირდებათ ტრანზიტული ვიზა, ტრანზიტული ვიზის გარეშე თქვენ შეიძლება გადააწყდეთ პრობლემებს. ჯანმრთელობა: თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ კონკრეტული ვაქცინაცია ქვეყანაში გამგზავრებამდე და შეიძლება გადააწყდეთ პრობლემებს მისი არ არსებობის შემთხვევაში. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა დააკმაყოფილოთ ყველა ჯანმრთელობის მოთხოვნა, მიიღოთ ყველა აუცილებელი მედიკამენტი და მიჰყვეთ თქვენს მგზავრობასთან დაკავშირებულ რჩევებს.  

სპეციფიურ მიმართულებებზე ბილეთების დაჯავშნისა და ყიდვის შესაძლებლობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ რეგიონებში მოგზაურობა უსაფრთხოა.

ჩვენ ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას, თუკი თქვენ მოგზაურობისას რაიმე უსიამოვნება შეგემთხვევათ.  

პასუხისმგებლობის არიდება

ინფორმაციის გამოქვეყნების დროს შესაძლებელია ვებ გვერდზე რაიმე შეცდომა ან უზუსტობა გაიპაროს. ამ შემთხვევაში შ.პ.ს Luckyflights იღებს პასუხისმგებლობას ვებ გვერდზე  ჩვეენი მიზეზით გამოწვეული ნებისმიერი უზუსტობისა თუ შეცდომის გამოსწორებისთვის. ხოლო რაც შეეხება მომწოდებლებს, რომლებიც გვაწვდიან ტურისტულ თუ სხვა სახის მომსახურეობას, წარმოადგენენ დამოუკიდებელ კომპანიებს, რომელთა ქმედებებზეც შ.პ.ს Luckyflights პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.  

მომხმარებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ყველა გადასახადი, რომელიც მას ეკისრება  

ბმულები მესამე პირი ვებ გვერდებისთვის

ვებ გვერდზე შესაძლებელია იყოს ბმულები მესამე პირი ვებ გვერდებისათვის. მსგავსი ბმულები წარმოადგენს მხოლოდ წყაროს მითითების საშუალებას. მსგავსი ვებ გვერდები არ არიან ჩვენს კონტროლ ქვეშ და შესაბამისად ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მათ მოქმედებებსა თუ კონფინდენციალობაზე. გარდა ამისა, თქვენ გმართებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე მსგავსი ლინკების არჩევისას.  

ბანკები და საკრედიტო ბარათების გადასახადები

ზოგიერმა ბანკმა და საკრედიტო ბარათების კომპანიამ შესაძლოა დაგაკისროთ დამატებითი საკომისიო გადასახადი საერთაშორისო გადარიცხვებისათვის. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ბანკმა შესაძლოა გადასახდელი თანხა გადააკონვერტიროს არსებულ ეროვნულ ვალუტაზე და ჩამოგაჭრათ კონვერტირების გადასახადი.  

რეგისტრაცია: შ.პ.ს Luckyflights, დარეგისტრირებულია როგორც ავიაბილეთების გადამყიდველი კომპანია. მისამართი: ბარნოვის 60, თბილისი, საქართველო. 26 ივლისი 2017 წელი.  

რეგისტრაციის ნომერი: 405220531